საიტი მზადების პროცესშია!
ნახაზე ზემოდან ქვემოთ:
ლურჯი ხაზი - გლობალური კლიმატი,
დროის შკალა,
მოვარდისფრო -კაცობრიობის რაოდენობა,
პერიოდები,
ძირვეული რელიგიები და მათი ტრანსფორმაციები,
მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, მშენებლობები.
გძივი ზოლები - იმპერიები,
ტექნოლოგიები, გამოგონებები.
12 000 წელი, ცივილიზაციის საწყისიდან დღემდე.
სურათზე წარმოდგენილია დროის ხაზი, რომელიც მოიცავს კაცობრიობის ისტორიის ბოლო 12 ათას წელს. ეს მონაკვეთი აგებულია როგორც ერთგვარი ვიზუალური ქრონოლოგია, სადაც ასახულია ის ძირეული გარდაქმნები, რაც ადამიანთა ცივილიზაციას ამ ხნის განმავლობაში განუცდია.
დროთა სვლასთან ერთად ჩვენ ვხედავთ კაცობრიობის უდიდეს გამოგონებებსა და აღმოჩენებს, უმარტივესი ქვის იარაღიდან კოსმოსში გაფრენამდე. პარალელურ რეჟიმში წარმოდგენილია მსოფლიო გამოწვევები: კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური კრიზისები, ეპიდემიები, ომები და სხვა.
დროის ხაზზე ასახულია რელიგიური წარმოდგენების განვითარება, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მათი ტრანსფორმაცია და ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ახალი მსოფლმხედველობის ძიება და ჩამოყალიბება.
კულტურა, ხელოვნება, ესთეტიკა და ადათ-წესები — როგორ თანხვდება ეს ყველაფერი ერთმანეთს? ხაზი წარმოგვიდგენს აგრეთვე არქიტექტურისა და მშენებლობის ისტორიას: პრიმიტიული საცხოვრისებიდან, თავდაცვითი ნაგებობებიდან და საკულტო ძეგლებიდან დაწყებული, პირამიდებით გაგრძელებული, თანამედროვე მეგაპოლისებით დამთავრებული — იმ ნაგებობებით, რომლებიც კაცობრიობის ხსოვნასა და სიამაყეს განასახიერებენ.პარალელურად აღბეჭდილია გლობალური მიგრაციები და დემოგრაფიული ცვლილებები — მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა საგრძნობი.
ეს არის კაცობრიობის გზა, სავსე მიღწევებით, რწმენებითა და წინააღმდეგობებით — დროის ნაკვალევი, რომელიც გვიჩვენებს, სად ვიყავით, როგორ მოვედით აქამდე და საით შეიძლება მივემართებოდეთ.